როდესაც იბადება ბავშვი,ნებისმიერი დედა უკვირდება ყველა მის მოძრაობას.ხშირად განსაკუთრებული სიმპტომი იწვევს მშობლის აფორიაქებას.მაგალითად,ბავშვის მოძრაობა შეიძლება იყოს შეზღუდული,პატარას პირველივე დღიდან შეუძლია თავის დაჭერა,რაც არ არის ნორმაში.ასეთი ,,ნიშნები“ შეიძლება იყოს კუნთოვანი ჰიპერტონუსის მაჩვენებელი.ყოველივე შემთხვევაში არ იგანგაშოთ.
მუცლად ყოფნის პერიოდში,ბავშვის ყველა კუნთი შეკუმშულია.მისი მოძრაობები ძალიან შეზღუდულია.დაბადებისას,პატარა ადაპტირდება ,მაგრამ არა ისე სწრაფად,როგორც ჩვენ გვინდა.ამიტომ,10–დან 9 შემთხვევაში ,ახალშობილებში აღინიშნება კუნთების დაძაბულობა.ასეთ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერტონუსი.ხშირად , ეს პრობლემა თავისით მოგვარდება პირველი 6 თვის განმავლობაში.ექიმის დანიშნულების გათვალისწინებისას კი,მისი მოგვარება შესაძლებელია უფრო სწრაფად მოხერხდება.
როგორ დავადგინოთ,რომ ბავშვს აქვს ჰიპერტონუსი?ავიყვანოთ ბავშვი და დავიკავოთ ვერტიკალურად და გადავადგმევინოთ რამდენიმე ნაბიჯი,ამ დროს მან უნდა დადგას ტერფი მთლიანად.კუნთების დაძაბულობისას კი ის დაიწყებს თითის წვერებზე სიარულს.
როგორ გამოვლინდება ჰიპერტონუსი?
- ბავშვს თავი უვარდება უკან;
- ბავშვის ფეხები მოხრილია,გასწორების მცდელობისას ბავშვი წინააღმდეგობას იჩენს ( გასწორების მაქსიმალური კუთხე შეადგენს 45 ˚);
- თითები მოხრილია;
- ბავშვი აფორიაქებულია როგორც ღვიძილის,ასევე ძილის დროსაც;
- ბავშვი ძლიერ ტირის,ამ დროს აღინიშნება ნიკაპის კანკალი;
- აღინიშნება გაღიზიანება ხმებზე და სინათლეზე;
- ბოყინის შემთხვევები ჭამის შემდეგ.
ყველა ეს ნიშანი დამახასიათებელია სამი თვის ასაკამდე.ეს არის განპირობებული იმით,რომ ბავშვის ნერვული სისტემა ფორმირების სტადიაში იმყოფება.6 თვის ასაკისთვის ჰიპერტონუსის მაჩვენებლები აღარ უნდა იყოს.ყოველ შემთვევაში პირველივე ეჭვის გაჩენისას ,ბავშვი უნდა აჩვენოთ ნერვოპათოლოგს,უნდა მოუყვეთ ყველაფერი ვრცლად რაც თქვენ შეამჩნიეთ და გაწუხებთ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს:
ექიმმა შეიძლება დანიშნოს:
- ოსტეოპათიიის კურსი. ამ კურსში შედის დიაგნოსტიკა,აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება და აღდგენა.
- მასაჟი.უნდა შეასრულოს სპეციალისტმა.თბილი და სასიამოვნო შეხებები ხელს უწყობს კუნთების დაძაბულობის მოხსნას.
- სპეციალური გიმნასტიკა. პროცედურების კურსი უზრუნველყოფს ტონუსის მოხსნას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ერთი წლის შემდეგ გამოვლენილი პრობლემები ჰიპერტონუსის დროს.
თუ არ ვიმოქმედებთ ,პრობლემა შეიძლება გამწვავდეს და გამოიწვიოს:
- მეტყველების დარღვევა;
- კოორდინაციის შენელება;
- ბავშვის ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა;
- არასწორი სიარულის ჩამოყალიბება და ხერხემლის არასწორი განვითარება.
რჩევები მშობლებს
მთავარია – გაითვალისწინოთ ექიმის ყველა დანიშნულება,მიყვეთ რეჟიმს,მინიმუმამდე შეამციროთ ნერვული სტრესები და ბავშვისთვის უზრუნველოთ შესაბამისი მოვლა.ამ შემთხვევაში შედეგი მიიღება დაუყონებლივ!