სტატიები

ჰომეოპათია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს

ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს. როგორც ვიცით ჰორმონებზეა დამოკიდებული ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და ადამიანის ჯანმრთელობა. სამწუხაროდ , დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის მქონე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები .

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ძალიან ხშირად პაციენტებს უსვამენ ისეთ დიაგნოზს, როგორიცაა ენდემური და სპორადიული ჩიყვი. ამ პათოლოგიებს ახასიათებთ ჯირკვლის გადიდება , რაც არ არის გამოწვეული ანთებითი პროცესებით და ახალი წარმონაქმნებით.
ენდემური ჩიყვი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, სადაც ბიოსფერაში აღინიშნება იოდის დეფიციტი. ამ ფონზე ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერების დეფიციტი ორგანიზმშიც . შესაბამისად , თუ ადამიანი არ მიიღებს იოდის შემცველ საკვებ პროდუქტებს საჭირო რაოდენობით ,ორგანიზმში ქვეითდება თირეოიდული ჰორმონების გამომუშავება, რაც ნიშნავს იმას , რომ ვითარდება კომპენსატორული ჰიპერპლაზია და ასე ჩნდება ჩიყვი.
ჩიყვის სპორადიუილი სახეობა დიაგნოსტირდება ისეთ მოსახლეობაში, რომელიც არ იმყოფება ჩიყვის ენდემურ რეგიონებში. ამ შემთხვევაში დაავადების მიზეზია გენეტიკური, ეკოლოგიური, ჰორმონალური დარღვევები და სხვა. ასევე აღსანიშნავია , რომ სპორადიული ჩიყვით ქალები დაავადდებიან 7– 8 ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, კვანძოვანი ან შერეული სახის.
ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით პათოლოგია შეიძლება იყოს :
  • ეუთირეოიდული ჩიყვი არ იწვევს ჯირკვლის ფუნქციონალურ დარღვევებს ;
  • ჰიპოთირეოიდულ ჩიყვს ახასიათებს ჯირკვლის ფუნქციების დაქვეითება;
  • ჰიპერთირეოდული ჩიყვის დროს აღინიშნება ჯირკვლის მომატებული ფუნქციონირება;
  • დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვს მედიცინაში უწოდებენ გრეის–ბაზედოვის დაავადებას.
თირეოტოქსიკოზს და ჰიპოთირეოზს შეიძლება ჰქონდეს დაავადების განვითარების მსუბუქი , საშუალო და მძიმე ხარისხი.

ჰიპერთირეოზი

თუ ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს თირეოიდული ჰორმონების ჭარბ რაოდენობას , ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერთირეოზი.
უმეტეს შემთხვევაში ორგანოს მომატებული ფუნქციონირება აღინიშნება დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვის დროს. დაავადებები შეიძლება იყოს გამოწვეული ფსიქიკური ტრავმებით, სტრესული მდგომარეობით,ინფექციური დაავადებებით,ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებებით, მემკვიდრული განწყობით.

ჰიპერთირეოზის ნიშნები

პათოლოგია იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
  • პულსის სიხშირის მომატება;
  • კანის სისხლძარღვების გაფართოება;
  • ოფლიანობის მომატება;
  • ქოშინი;
  • ნერვული აღგზნებადობა;
  • კუჭ–ნაწლავის მუშაობის დარღვევა.
ამის გარდა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია იწვევს სხეულის წონის მკვეთრ დაქვეითებას და თვალების გადმოკარკვლას. დაავადების რთულ ფორმაში გადასვლას რომ მოერიდოთ, აუცილებელია რეგულარულად გაიაროთ პროფილაქტიკა და დროული მკურნალობა.

ჰიპოთირეოიდული ჩიყვი

საწყისს ეტაპზე დაავადების სიმპტომების დიაგნოსტირება ძალიან რთულია. კანი ხდება ფერმკრთალი და მასზე აღინიშნება ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები. ადამიანს უქვეითდება შრომისუნარიანობა, აღინიშნება კუნთოვანი სისუსტე.
სიმპტომატიკა თანდათან მძიმდება : ჩნდება აპათია,ძილიანობა,გაღიზიანებადობა.ადამიანს შეიძლება აწუხებდეს შეკრულობა,კანის ფერმკრთალობა ხდება ძალიან შესამჩნევი. ამის გარდა შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტონია,ტაქიკარდია,მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უჰაერობის შეტევები,ხველა, ხმის ჩახლეჩვა,თავბრუსხვევები. ორსულებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული პათოლოგიები.

ჰომეოპათია – ჩიყვის მკურნალობის მეთოდი

როგორც აჩვენებს პრაქტიკა, ჰომეოპათია ძალიან ეფექტურია დიფუზური ტოკსიკური ჩიყვის ( გრეივსის დაავადება) მკურნალობის დროს.
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:
Lycopus – გამოიყენება დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ. დაავადების დროს აღინიშნება გულისცემის და გულის მუშაობის გაუარესება, განსაკუთრებით დილის და საღამოს სათებში და მაშინ, როდესაც პაციენტი ფიქრობს თავის დაავადებაზე. პრეპარატი ანელებს გულის შეკუმშვას და გულისცემა ხდება უფრო სავსე და თანაბარი.
Iodum – ფართოდ გამოიყენება ტოქსიკური და ენდემური ჩიყვის პროფიალქტიკაში და მკურნალობაში.
Natrium muriaticum – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ერთ–ერთი ძირითადი სამკურნალო პრეპარატია.
Conium – ინიშნება ფიბროზული ჩიყვის დროს, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის მქონე ასაკოვან და შესუსტებულ პაციენტებში. ასევე პრეპარატი ეფექტურია თუ ფარისებრ ჯირკვალში აღინიშნება კვანძები.
Spongia – თითქმის იდეალური პრეპარატია თირეოტოქსიკური დიფუზური ჩიყვის მკურნალობისთვის. პათოგენეზში აღინიშნება ეკზოფთალმი, გულის დაზიანება, ფარისებრი ჯირკვლის ორივე ან ერთი წილის გადიდება,მისი გამკვრივება, უჰაერობის შეგრძნება ღამის საათებში, ყელში ოცხო სხეულის შეგრძნება . ამასთან ერთად პაციენტებს ამ დროს ახასიათებთ შფოთვა და ღელვა,ტკივილის შეგრძნება გულის არეში და სწრაფი გადაღლა.
Crataegus – გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს გულის მუშაობის დარღვევების სამკურნალოდ, განსაკუთრებით ეფექტურია არითმიის დროს.
ჩიყვის სამკურნალოდ გამოიყენება ასევე სხვა მრავალი პრეპარატი, რომელთა შერჩევა შეუძლია კვალიფიციურ სპეციალისტს – ჰომეოპათს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!