სამწუხაროდ , ისეთი დაავადება, როგორიცაა ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის 80 % –ში.მისი საშიშროება იმაში მდგომარეობს , რომ დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ,განსაკუთრებით დაავადების განვითარების საწყის სტადიაზე.პაციენტი სპეციალისტს მიმართავს მაშინ, როდესაც ოსტეოქონდროზი პროგრესირებს, ხოლო მკურნალობის პროცესი თანდათან რთულდება.
ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზის სიმპტომები
ძირითადი სიმპტომი,რომელიც მიუთითებს დაავადების განვითარებას არის ტკივილი, რომელიც დაავადების პროგრესირების დროს გადაეცემა ხელში,გულმკერდში, მხარში.გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს ავადმყოფი შეიძლება განიცდიდეს ტკივილს ბეჭის არეში და უფრო ქვედა მიდამოშიც, რომელიც შემდგომ შეიძლება გავრცელდეს ნეკნთაშუა ნერვებზე.ამის გარდა გულმკერდის მიდამოში შეიძლება განიცდიდეს ისეთ ტკივილს, როგორიც დამახასიათებელია გულის იშემიური დაავადებებისთვის.
რისკის ფაქტორები
ოსტეოქონდროზი შეძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:
- გულმკერდის მიდამოს სუსტი კუნთოვანი კარკასი;
- ხერხემლის გულმკერდის მიდამოს მალების გადატვირთვა, სიმძიმის აწევა;
- ხანგრძლივად ფეხზე დგომა;
- არასწორი ტანდეგობა ჯდომის დროს;ცხოვრების უმოძრაო წესი;
- გადატანილი ტრავმების შედეგი;
- მემკვიდრეული განწყობა;
- ცხოვრების არასწორი წესი.
ოსტეოპათია – ოსტეოქონდროზის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი
ოსტეოქონდროზის ნიშნების გაჩენისთანავე დახმარებისათვის აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზის მკურნალობის საუკეთესო შედეგს იძლევა ოსტეოპათია.
მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მას გააჩნია მრავალი უპირატესობა.
უპირველეს ყოვლისა , აღსანიშნავია რომ, ნებისმიერი დაავადების მკურნალობას უნდა მიენიჭოს კომპლექსური ხასიათი.თუ სხვა ექიმი ხშირად ცდილობს მხოლოდ ტკივილის აღმოფხვრას, ამ დროს გამოცდილი ოსტეოპათი მუშაობს მთლიან ორგანიზმთან და განიხილავს მას , როგორც ორგანოების და სისტემების ერთობლიობას,რომლებიც არიან ერთმანეთთან კავშირში.ოსტეოპათი აღმოფხვრავს დაავადების მიზეზს და არა მხოლოდ მის შედეგს.
ოსტეოპათიაში არ არის უხეში და ტრავმატული ქმედებები,ამიტომ სეანსები, რომლებსაც ჩაატარებს სპეციალისტი , განსხვავდებიან უსაფრთხოებით,უმტკივნეულობით და ეფექტურობით.
ოსტეოპათია ხერხემალს აძლევს მოძრაობის დაბრუნების საშუალებას, ხოლო შინაგან ორგანოებს– სწორ მდებარეობას. განათლებულ სპეციალისტთან მიმართვა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.