ჰაიმორიტი არის ჰაიმორის ღრუს ლორწოვანიგარსის ანთება, რაც იწვევს უსიამოვნო სიმპტომებს: ცხვირის გაჭედვას, თავის ტკივილს და ცხვირიდან უხვ გამონადენს. ჰაიმორიტის ტრადიციული მეთოდებით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა სტაბილურ შედეგს, განსაკუთრებით დაავადების ქრონიკული ფორმის დროს. მაგრამ არსებობს გზა ანტიბიოტიკებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე - ოსტეოპათია.
როგორ გეხმარებათ ოსტეოპათია ჰაიმორიტის დროს?
ოსტეოპათია ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზს და არა მხოლოდ სიმპტომებს. ქრონიკული ჰაიმორიტი ხშირად გამოწვეულია სახის ძვლების დისფუნქციით, რაც არღვევს ცხვირის ჰაიმორის ღრუს ნორმალურ დრენაჟს და ვენტილაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ლორწოს შეგუბება და ინფექციის განვითარება.
ოსტეოპათიური ტექნიკები მიზნად ისახავს სახის ძვლების ანატომიურად სწორი პოზიციის აღდგენას. ეს ხელს უწყობს ღრუს სადინრების გახსნას, სითხის უკუდენის გაუმჯობესებას და ნორმალური სუნთქვის აღდგენას. შედეგად, ლორწო და ჩირქი ტოვებს ცხვირის ღრუს და ინფექციური პროცესი ჩერდება.

ოსტეოპათიური მკურნალობის უპირატესობები ჰაიმორიტის დროს
●უსაფრთხოება და ეფექტურობა: ოსტეოპათიური მეთოდები უმტკივნეულოა და არ საჭიროებს პრეპარატების გამოყენებას.
●ხანგრძლივი ეფექტი: სიმპტომების დროებით აღმოფხვრის ნაცვლად, ოსტეოპათია დაავადების გამომწვევ მიზეზებზე მოქმედებს, რაც ამცირებს რეციდივის რისკს.
●მისაღებიაყველა ასაკისთვის: მეთოდი უსაფრთხოა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც უკუნაჩვენებიათ მედიკამენტების მიღება.

როგორ მიმდინარეობს ოსტეოპათიური სეანსი?
სეანსის დროს ოსტეოპათი იყენებს რბილ, მაგრამ ეფექტურ მანუალურ ტექნიკებს თავის ქალას ძვლების მოძრაობის აღსადგენად, ღრუების დრენაჟის გასაუმჯობესებლად და კუნთების მოსადუნებლად. პროცესი უმტკივნეულოა და პაციენტი პირველივე სეანსის შემდეგ ხშირად მნიშვნელოვან შვებას გრძნობს.
თუ ქრონიკული ჰაიმორიტი ან ხშირი გამწვავებები გაწუხებთ, ოსტეოპათიური მკურნალობა შეიძლება იყოს ეფექტური და უსაფრთხო გამოსავალი. ამასთან თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ოპერაცია და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი კურსები.

ოსტეოპათიის უპირატესობა
როგორც აჩვენებს პრაქტიკა, ერთი ოსტეოპათიური სეანსი ხელს უწყობს პაცინტის ცხვირიდან დიდი რაოდენობით ჩირქის გადინებას.ამის შემდეგ ავადმყოფი შვებას განიცდის , აღარ აღინიშნება ცხვირიდან მუდმივი გამონადენი, გაივლის არასასიამოვნო სიმპტომები,აღინიშნება გამოჯანმრთელება. ოსტეოპათიური მეთოდი განსხვავდება ეფექტურობით და უვნებლობით ჰაიმორიტის პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს , როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც.
ბოლო პერიოდში ოსტეოპათიამ მიიღო აღიარება და დაამტკიცა თავისი მკურნალობის შესაძლებლობები და მაღალი ეფექტურობა. ჰაიმორიტით დაავადაებული პაციენტების უმეტესობას ექიმი–ოსტეოპათები დაეხმარნენ ოპერაციული ჩარევების და გართულებებისგან თავის არიდებაში.
სპეციალური ოსტეოპათიური მეთოდიკა უზრუნველყოფს სახის ქალის ძვლების მოძრაობის ფაქიზად აღდგენას და ლორწოვანი გარსის დრენაჟული თვისების გაუმჯობესებას. დღესდღეობით, ჰაიმორიტით დაავადებული პაციენტების უმეტესობას შეუძლია მიმართოს ოსტეოპათს და ჩაიტაროს ოსტეოპათიური სეანსები,განიკურნოს დაავადებისგან სპეციალიზირებულ ცენტრში.