ტკივილი ზურგის არეში – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა დღესდღეობით. შაკიკის შემდეგ ის მეორე ადგილზე დგას. სტატისტიკის თანახმად, ზურგის ტკივილი ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი და მხოლოდ 30% მიმართავს სპეციალისტებს. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ უმნიშვნელო პრობლემა სერიოზულ ქრონიკულ დაავადებად იქცევა ხოლმე.
ზურგის არეში ტკივილების გაჩენის მიზეზი
ზურგის ტკივილი ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს – მწვავე ხასიათის, დაქაჩვის, ჩხვლეტის, წვის შეგრძნებებით, ყრუ ან მოვლითი. ხანდახან ის ვრცელდება მთელ ხერხემალზე, ხანდახან კი ზურგის ერთ მონაკვეთში არის ლოკალიზებული. ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით. მათი დაყოფა შესაძლებელია რამდენიმე ძირითად ჯგუფად:
- ხერხემლის დაავადებები: ოსტეოქონდროზი, მალთაშორისი დისკების თიაქარი, ოსტეოპოროზი, მალების მდებარეობის ცვლილება, რადიკულიტი, ნერვული დაბოლოებების მოყოლა, ანთებითი ან ტრავმული ხასიათის ნევრალგიები.
- ზედმეტი წონა. ცხიმის მოჭარბებული დაგროვებისას ხერხემალი ზედმეტ დატვირთვას განიცდის, იცვლის ფორმას, მრუდდება და ხდება ტკივილის მიზეზი.
- ვარდნის, ავარიების ან უბედური შემთხვევებისას მიღებული ტრავმები.
- ზედმეტი დატვირთვა.
- ცხოვრების უმოძრაო წესი.
რით უნდა დაიწყოთ ხერხემლის მკურნალობა?
ზურგის ტკივილი საკმაოდ ბევრ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მისი თავიდან მოშორებისთვის ბევრი ადამიანი იყენებს გახურების ეფექტის მქონე მალამოებს და წიწაკაზე დაფუძნებულ ნაყენებს, გველის ან ფუტკრის შხამს (ფინალგონი, კაფსიკამი, აპიზატრონი), მეტამიზოლსა ან სიკლოფენაკზე დაფუძნებული ტაბლეტები (ცინეპარი, ტემპალგინი, სოლპადეინი, ვოვენაკი). მალამოებისა და წამლების ერთდროული გამოყენება აძლიერებს გამაყუჩებელ ეფექტს. თუმცა, ასეთი მიდგომა მხოლოდ დროებით გაგათავისუფლებთ ტკივილისგან, ამასობაში კი შესაძლოა დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. გახსოვდეთ – რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უფრო მარტივი იქნება თქვენი ზურგის განკურნება!
ხერხემალთან დაკავშირებული რეალური პრობლემების გამოსავლენად აუცილებელია დეტალური გამოკვლევა. ამისათვის უნდა მიმართოთ გამოცდილ ოსტეოპათებს, რომლებიც ჩვენ ცენტრში მუშაობენ. თავიანთი კვალიფიკაციის დონის ამათლების მიზნით ისინი მუდმივად გადიან სწავლების სხვადასხვა კურსებსა და პროგრამებს.
ექიმი ადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად სურათს, ესაუბრება მას და აგროვებს დაავადების ანამნეზს.
პრეკურსიისა და ხელით გასინჯვის მეთოდით ექიმ-ოსტეოპათს შეუძლია დაადგინოს:
- სწორად არის თუ არა განლაგებული მალები და სხვა ძვლები;
- სწორად მუშაობს თუ არა შინაგანი ორგანოები;
- კუნთების, მყესებისა და სახსრების მდგომარეობა;
- როგორ ნაწილდება დატვირთვა ხერხემალზე.
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით განსიაზღვრება მკურნალობის შემდგომი გეგმა, რომლიც საფუძველშიც დევს თერაპია წამლების გარეშე. ოსტეოპათიური მკურნალობა, ყოველდღიური სამკურნალო ფიზკულტურა პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობის თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, მასაჟი, აკუპუნქტურა – ეს არის პაციენტის სხეულზე ზემოქმედების მოხდენის გზები. ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ უმოკლეს ვადებში ზურგის ტკივილის დამარცხებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!